პროექტის სახელი: იაკობ გოგებაშვილი
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: ბავშვები იგებენ და ეცნობიან იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე პროექრის გაკეთება.გავმართეთ დისკუსია და გადავწყვიტეთ პროექტი გაგვეკეთებინა იაკობ გოგებაშვილის შესახებ. მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას იაკობ გოგებაშვილის და მისი შემოქმედების შესახებ.ისინი გაეცნობიან მოთხრობებს,ლექსებს.მასწავლებელი პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს დაანახებს გოგებაშვილის პორტრეტს,დედა–ენიდან ასო ბგერებს.კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად.
I ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაზე და წარმოგვიდგინონ პრეზენტაციის სახით.
II ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია მის შემოქმედებაზე.
III ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაციას იაკობ გოგებაშვილის სურათები.
სამივე ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს, ისინი პროექტის მსვლელობისას დადგამენ სპექტაკლს,გაკეთებენ გამოფენას,რომელსაც დასწრებიან მასწავლებლები, დაწყებითი კლასიის მოსწავლეებიнდა მშობლები.ისინი აზრს გაუზიარებენ ერთმანეთს დანახულთან დაკავშირებით. მოსწავლეები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და მის შემოქმედებას.
მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გოგოებაშვილის მოთხრობებიდან აირჩევენ მათთვის ნაცნობს,დაახასიათებენ თითოეულ პერსონაჟს,გაინაწილებენ როლებს და დადგამენ სპექტაკლს.აგრეთვე ისინი დახატავენ მათთვის საყვარელ პერსონაჟებს და მოაწყობენ გამოფენას.მასწავლებელი მოაწყობს ესკურსიას იაკობ გოგებაშვილის სახლ მუზეუმში.
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები გაეცნობიან მის შემოქმედებას.დაინახავენ იმ ადგილს სადაც დაიბადა იაკობ გოგებაშვილი.მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევა.
სამუშაო ენა: ქართული.
Комментариев нет:
Отправить комментарий